Accentnews.ge
Microsoft-ს  პრეზიდენტი: "კიბერ–შეტევა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ, ისტორიაში ყველაზე დახვეწილი იყო"

Microsoft-ს  პრეზიდენტი: "კიბერ–შეტევა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ, ისტორიაში ყველაზე დახვეწილი იყო"

15/02/2021 16:33:17 მსოფლიო

2020 წლის დეკემბერში განხორციელებული კიბერ–შეტევა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ, ისტორიაში ყველაზე დახვეწილი იყო, – ამის შესახებ Microsoft-ს პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა განაცხადა.

"ეს იყო უდიდესი და ყველაზე მასშტაბური იერიში, რომელიც მსოფლიოს დღემდე უნახავს. როცა გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც Microsoft–ში აღმოვაჩინეთ, საკუთარ თავს ვკითხეთ, მაინც რამდენი ინჟინერი იქნებოდა ჩართული ამ თავდასხმების მოწყობაში. და პასუხად მივიღეთ ის, რომ ისინი ნამდვილად 1000-ზე მეტნი უნდა ყოფილიყვნენ", – განაცხადა სმიტმა.

ცნობისთვის: დეკემბერში განხორციელდა მასშტაბური კიბერ–შეტევა, რომლის დროსაც ჰაკერებმა აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში სამთავრობო და კერძო კომპანიების ქსელებში შეაღწიეს. კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტების თქმით, შესაძლოა თვეები დასჭირდეს ყველა დაზიანებული სისტემის ამოცნობას და ჰაკერების გაძევებას. რუსეთი კიბერთავდასხმებში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S