ერდორანი – ბაიდენს: "თუ NATO–ში ერთად ვართ და ვაგრძელებთ ერთობას, მაშინ მოგვექეცით სათანადოდ"
15/02/2021 13:28:13 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ–ს ქურთი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს იმ ძალებს, რომლებმაც "ერაყში 13 თურქი სამხედრო და პოლიციელი მოკლეს".
"ვაშინგტონის განცხადება სახუმარო იყო. თუ NATO–ში ერთად ვართ და ვაგრძელებთ ერთობას, მაშინ მოგვექეცით სათანადოდ – დადექით ჩვენს გვერდით და არა ტერორისტების გვერდით", – მიმართა ერდოღანმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ცნობისთვის: თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ „აშშ გმობს მკველელობის ფაქტს თუ ცნობები, რომ ქურთ მუშათა პარტია ამ დანაშაულის უკან დგას, დადასტურდება.“


