Accentnews.ge
თურნავა - რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე: "ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რამდენად ვართ მზად"

თურნავა - რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე: "ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რამდენად ვართ მზად"

15/02/2021 08:10:06 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე შემსუბუქებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება რესტორატორებს შიდა სივრცეების გახსნის თაობაზეც შეხვდება.

"შიდა სივრცეების გახსნას დასჭირდება თავის სამუშაო პერიოდი. ამ კვირაში ვაპირებ ვუმასპინძლო რესტორნების გაერთიანებებს. ვიმსჯელებთ, რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეებზე რომ ვისაუბროთ და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. უკვე გვექნება საშუალება ასევე განვიხილოთ ღია სივრცეების გახსნის პირველმა ეტაპმა რა დაგვანახა და რა პრობლემებია გადასაწყვეტი", - აცხადებს თურნავა.

დღეიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუინდება შაბათ-კვირას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S