Accentnews.ge
"Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული​ სახეობა რეინფიცირებას იწვევს, თუმცა ვაქცინა ამ ახალი შტამის მიმართ უფრო ეფექტურია"

"Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული​ სახეობა რეინფიცირებას იწვევს, თუმცა ვაქცინა ამ ახალი შტამის მიმართ უფრო ეფექტურია"

15/02/2021 07:30:06 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული​ სახეობის მიმართ უფრო ეფექტურია, ვიდრე თავად Covid-19-ის მიმართ.

"Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული სახეობა უფრო პრობლემურია, ვიდრე კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი. სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პირი Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამით დაინფიცირდა. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანს უკვე გადატანილი გაქვს Covid-19, არ ნიშნავს რომ იგი დაავადებით ხელახლა არ დაინფიცირდება. თუმცა გარკვეულწილად საიმედო ამბავი ისაა, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირებისგან უფრო უკეთ იცავს, ვიდრე Covid-19–ით ინფიცირებისგან", – განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 109 396 042 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 411 688 ადამიანი იმსხვერპლა. 81 490 377 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S