Accentnews.ge
ისრაელში ჩატარებული კვლევის თანხმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა Covid-19-ის სიმპტომურ შემთხვევებს 94%-ით ამცირებს

ისრაელში ჩატარებული კვლევის თანხმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა Covid-19-ის სიმპტომურ შემთხვევებს 94%-ით ამცირებს

15/02/2021 05:16:13 მსოფლიო

ისრაელში ჩატარებული კვლევის თანხმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა Covid-19-ის სიმპტომურ შემთხვევებს 94%-ით ამცირებს.

"იმ 600 000 მოქალაქეში, რომელმაც Pfizer/ BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, Covid-19-ის სიმპტომური შემთხვევები 94%-ით შემცირდა, ხოლო დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი – 92%-ით", – ნათქვამია ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერ Clalit–ს კველვაში.

”რეალობა ცალსახად აჩვენებს, რომ Pfizer– ის კორონავირუსის ვაქცინა ძალიან ეფექტურია მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, როგორც ეს მანამდე, კლინიკური კვლევის დროს დადასტურდა”, - განაცხადა Clalit-ს ინოვაციის მთავარმა ოფიცერმა რენ ბალიცერმა.

მისი თქმით, მონაცემების თანახმად, Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი ხნის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S