"სიყვარული შიშზე ძლიერია!" - იულია ნავალნაიას და პოლიტპატიმარი ქალების მხარდამჭერი აქცია მოსკოვსა და პეტერბურგში [ფოტორეპორტაჟი]
14/02/2021 12:34:54 მსოფლიო
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დღეს "სოლიდარობის ჯაჭვი" მოეწყო. ამ სახით ქალებმა სოლიდარობა გამოხატეს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მეუღლის - იულია ნავალნაიას და პოლიტპატიმარი ქალების მიმართ.
როგორც ადგილიდან ტელეკომპანია "Дожд"-ის კორესპონდენტი იუწყება, მოსკოვის ცენტრში, არბატზე ამ დროისთვის "ჯაჭვში" რამდენიმე ასეული ქალია ჩაბმული. ისინი სკანდირებენ: "სიყვარული შიშზე ძლიერია!".
ანალოგიური აქციები ტარდება ასევე პუშკინისა და მისი მუზის - ნატალია გონჩაროვას ძეგლთან.





