აშშ-ის სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე ტრამპი უდანაშაულოდ სცნო
14/02/2021 06:00:54 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.
იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა, 43 კი წინააღმდეგ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი დამნაშავედ შვიდმა „რესპუბლიკელმა“ სცნო, იმპიჩმენტისთვის კი სულ მცირე 17 „რესპუბლიკელი“ სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო.
6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.


