Accentnews.ge
გერმანია ავსტრიისა და ჩეხეთის ნაწილთან საზღვრებს კეტავს

გერმანია ავსტრიისა და ჩეხეთის ნაწილთან საზღვრებს კეტავს

12/02/2021 06:00:34 მსოფლიო

გერმანია ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან Covid-19-ის უფრო გადამდები ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მგზავრების შემოსვლას აკრძალავს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა.

”ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა დღეს მთავრობას სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი შეთანხმებულია გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, შეზღუდვები 14 თებერვლიდან ამოქმედდება.

ტიროლში გავრცელებულია კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი და ჩეხეთში - ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი.

გერმანიაში Covid-19-ის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 2 232 093 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 64 191 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S