აშშ-მა მიანმარის 10 მოქმედ და ყოფილ სამხედრო პირს სანქციები დაუწესა
11/02/2021 19:13:32 მსოფლიო
აშშ-მა მიანმარის 10 მოქმედ და ყოფილ სამხედრო პირს სანქციები დაუწესა.
„მიანმარის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა აღადგინოს ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მმართველობა და გაათავისუფლოს დაკავებულები “, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროები 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ-დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, არ აღიარებენ.


