Accentnews.ge
მედია: სტუდენტები პუტინის მხარდამჭერ ვიდეოებში მოტყუებით გადაიღეს

მედია: სტუდენტები პუტინის მხარდამჭერ ვიდეოებში მოტყუებით გადაიღეს

11/02/2021 11:41:10 მსოფლიო

ბელგოროდის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პრორექტორმა ნატალია ბარანიჩენკომ თანამდებობა დატოვა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ვიდეოს გადაღების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გადასაღებად სტუდენტები მოტყუებით მიიყვანეს,– იუწყება Бел.ru.

გამოცემის ცნობით, ბარანიჩენკო თანამდებობის დატოვებამდე ვიდეოში გადაღებულ სტუდენტებს შეხვდა და მათ ბოდიში მოუხადა.

როგორც მან განმარტა, ვიდეოს სცენარზე თანხმობა არ გაუცია და ის უკვე დასრულებული სახით ინტერნეტში ნახა.

ამასთან, უკვე ყოფილმა პრორექტორმა აღნიშნა, რომ ის „სოციალურ შეკვეთას“ ასრულებდა:

„თქვენც იქნებით ჩემს ადგილზე და თქვენც შეასრულებთ სოციალურ შეკვეთებს. ექვსი თვის წინ ასეთი სოციალური შეკვეთის შესრულება მსგავს რეაქციას არ გამოიწვევდა“.

როგორც ბარანიჩენკომ აღნიშნა, სტუდენტები სახელისუფლებო პარტიისთვის ადრეც ამზადებდნენ აგიტაციურ პროექტებს, მონაწილეობდნენ არჩევნებში და აკეთებდნენ ყველაფერს, „რაც სოციალურ შეკვეთებს სჭირდება“.

რექტორმა კი განაცხადა, რომ სტუდენტები „ჯოხით“ არავის უიძულებია, თავად „ყვიროდნენ „არა ბაიდენს!“ და ვიდეოც „ლამაზად დასრულდა“.

მანამდე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაციამ მათ სააქტო დარბაზში მოუყარა თავი, სთხოვა, სახელმწიფო დროშის ქვეშ ეცეკვათ პატრიოტული ვიდეოს გადაღების მიზნით, მოგვიენებით კი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰეშთეგით „პუტინი ჩვენი პრეზიდენტია“ და სიმღერა, “შენთვის, დედა სამშობლოვ“. მოგვიანებით ვიდეოს დაემატა ლოზუნგი „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ თქვენთან ვართ“.

მედია წერს, რომ ანალოგიური ფაქტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა, სადაც სტუდენტები კორონავირუსის წინააღმდეგ ვიდეოს მოსამზადებლად მიიწვიეს, თუმცა რეალურად, პუტინის მხარდამჭერი ვიდეო გადაიღეს, რის შესახებაც ახალგაზრდებმა მოგვიანებით შეიტყვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S