Accentnews.ge
აშშ მიანმარელ გენერლებს სანქციებს უწესებს

აშშ მიანმარელ გენერლებს სანქციებს უწესებს

11/02/2021 05:46:41 მსოფლიო

აშშ მიანმარელ გენერლებს სანქციებს უწესებს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკვე დაამტკიცა შესაბამისი ბრძანება.

"პირებს, რომლებიც სამხედრო გადატრიალებას ხელმძღვანელობდნენ, მათ ბიზნეს ინტერესებსა და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ დაეკისრება სანქციები", – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონი მიმდინარე კვირის განმავლობაში განსაზღვრავს იმ პირების პირველ წრეს, რომლებსაც სანქციები შეეხებათ, იმისთვის, რომ მიანმარის გენერლებს შეეზღუდოთ წვდომა 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფონდზე, რომელიც აშშ-ში ინახება.

მან მიანმარელ სამხედროებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დემოკრატიული პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები.

შეგახსენებთ, მიანმარში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები 1 თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, როდესაც არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S