არქტიკისთვის მიყენებული ზიანის გამო, რუსულ ენერგოკომპანიას 1,6 მილიარდი ევროს გადახდა დაეკისრა
10/02/2021 20:02:51 მსოფლიო
სასამართლომ გასული წლის კატასტროფის შედეგად არქტიკისთვის მიყენებული ზიანის გამო რუსულ ენერგოკომპანიას 146 მილიარდი რუბლის (1,6 მილიარდი ევროს) ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
გასული წლის მაისში მომხდარი ავარიის გამო ქალაქ ნორილსკის მახლობლად მდინარეში 21,000 ტონა დიზელი ჩაიღვარა და შემდგომში წყლის ზედაპირზე, ჯამში 12 კმ-ზე გავრცელდა.
ექსპერტების დასკვნით, ავარიის მიზეზად კომპანიის ერთ-ერთ ობიექტში მოძველებული რეზერვუარის გასკდომა იქცა.
თავის მხრივ, სამთო გიგანტი «Nornickel» კომპენსაციის ოდენობას აპროტესტებს და დავის გაგრძელებას გეგმავს.
ამავე თემაზე: სად მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის შედეგია


