Accentnews.ge
გერმანია კარანტინის გახანგრძლივებას14 მარტამდე გეგმავს

გერმანია კარანტინის გახანგრძლივებას14 მარტამდე გეგმავს

10/02/2021 10:28:01 მსოფლიო

გერმანია კარანტინის გახანგრძლივებას14 მარტამდე გეგმავს, – იუწყება Reuters.

მისი ინფორმაციით, გერმანიაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რის გამოც გუბერნატორებს შეზღუდვების შემსუბუქება სურთ, თუმცა მთავრობაში შეზღუდვების გახანგრძლივებას ვირუსის ახალი ვარიანტების გამო ფიქრობენ.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად მკაცრი კარანტინისა პირველი მარტიდან შესაძლოა ქვეყანაში სილამაზის სალონები გაიხსნას. მერკელის თქმით კი შეზღუდვების გამარტივების დროს მთავარი პრიორიტეტი ბაღები და სკოლები იქნება.

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 8 072 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 813 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში დაავადებით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსმა 63 008 ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 107 426 635 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 351 530 ადამიანი იმსხვერპლა. 79 357 647 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 255 385 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 311 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S