Accentnews.ge
ჯანმო: "ბოლო 7 დღეში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 17%–ით შემცირდა"

ჯანმო: "ბოლო 7 დღეში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 17%–ით შემცირდა"

10/02/2021 08:06:42 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 17%–ით შემცირდა.

მისივე ცნობით, უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო და მასში ნელ–ნელა სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 107 426 635 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 351 530 ადამიანი იმსხვერპლა. 79 357 647 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 255 385 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 311 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S