საფრანგეთმა საგანგებო მდგომარეობა 1 ივნისამდე გაახანგრძლივა
10/02/2021 07:09:23 მსოფლიო
საფრანგეთმა კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 თებერვალს იწურებოდა.
საფრანგეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 870 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 724 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 3 360 235 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან ვირუსს 80 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


