Accentnews.ge
ერდოღანის თქმით, თურქეთი მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს

ერდოღანის თქმით, თურქეთი მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს

10/02/2021 06:05:50 მსოფლიო

თურქეთი მთვარეზე მისიის განხორციელებას ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში 2023 წელს გეგმავს.

“პირველი მისია მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მიმდინარე წლის იანვარში ერდოღანი კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელ ილონ მასკს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა. ამასთან, იანვარში თურქეთმა დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი Turksat 5A გაიყვანა, 2021 წლის მეორე კვარტალში Turksat 5B-ს გაშვებას გეგმავს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S