აშშ–ში, კლინიკაში ცეცხლის გახსნის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
09/02/2021 20:18:57 მსოფლიო
აშშ–ში, მინესოტას შტატის ქალაქ ბუფალოში, კლინიკაში შეარარებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – იუწყება CNN.
მისივე ცნობით, დაშავებულებიდან 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.
მომხდარის მოტივი და ინციდენტის სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.


