Accentnews.ge
70-ზე მეტი ევროპარლამენტარი ​მოსკოვში ჟოზეფ ბორელის "დამამცირებელი ვიზიტის" გამო მის გადადგომას ითხოვს

70-ზე მეტი ევროპარლამენტარი ​მოსკოვში ჟოზეფ ბორელის "დამამცირებელი ვიზიტის" გამო მის გადადგომას ითხოვს

09/02/2021 14:10:02 მსოფლიო

70-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ​საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მათი შეფასებით, ბორელის ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში "დამამცირებელი" იყო, რის გამოც უმაღლესი კომისრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ვიზიტის დროს ბატონი ბორელი არ იცავდა ევროკავშირის ინტერესებს. მან სერიოზული ზიანი მიაყენა ევროკავშირის რეპუტაციას. ჩვენი აზრით, ევროკომისიამ უნდა მიიღოს ზომები, თუ თავად ბატონი ბირელი არ გადადგება“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში, რომლის ადრესატიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია.

მოგვიანებით, ევროკომისიის პრეზიდენტი პრეს–სპიკერმა განაცხადა, რომ ბორელ ლაიენისგან "სრული მხარდაჭერა" აქვს.

ცნობისთვის: ბორელი მოსკოვში 4–6 თებერვალს სტუმრობდა. მან შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ლავროვმა ევროკავშირს „არასაიმედო პარტნიორი“ უწოდა. ვიზიტის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქვეყნიდან 3 ევროპელი დიპლომატი გააძევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S