ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების გადაცემისკენ მოუწოდებს
09/02/2021 08:30:45 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების გადაცემისკენ მოუწოდებს.
“კოვაქსის" პლატფორმის წყალობით, უკრაინელი მედიკოსები ვაქცინის პირველ დოზებს უკვე მიმდინარე თვეში მიიღებენ, ხოლო ვაქცინის მილიონობით დოზას – 2021 წლის ზაფხულისთვის. გარდა "კოვაქსის" პლატფორმით განსაზღვრული დოზებისა, მე მოვუწოდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეძენილი ვაქცინების ნაწილი უკრაინას გადასცენ", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა კიევში ონლაინ–კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში Pfizer–ის, Sinovak–ის, AstraZeneca–სა და Novavax–ის ვაქცინები ჩაერთვებიან.
ზელენსკის ქვეყანაში დაგვიანებული ვაქცინაციის გამო აკრიტიკებენ. მან 12 იანვარს მოუწოდა ევროკავშირს, რომ დახმარებოდა უკრაინას დასავლეთში წარმოებული ვაქცინების მიღების პროცესში.


