Accentnews.ge
Facebook-მა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებზე დეზინფორმაციის გავრცელება აკრძალა

Facebook-მა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებზე დეზინფორმაციის გავრცელება აკრძალა

09/02/2021 08:12:49 მსოფლიო

Facebook-მა თავის პლატფორმაზე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებზე დეზინფორმაციის გავრცელება აკრძალა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Facebook ყველა ვაქცინასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის შემცველ "პოსტებს" წაშლის.

ახალი მითითება ვრცელდება როგორც მომხმარებლების პოსტებზე, ასევე ფასიან რეკლამებზე, იგივე შეზღუდვები იმოქმედებს Instagram-ის მომხმარებლებისთვისაც.

ცნობილია, რომ Facebook-ზე არსებული გარკვეული ჯგუფები ხელს უწყობენ ვაქცინების საწინააღმდეგო თემებისა და რიტორიკის ზრდას. ახალი წესის თანახმად, ჯგუფებს, რომელთა მომხმარებლები განმეორებით გააზიარებენ აკრძალული შინაარსის კონტენტს, დახურავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S