Accentnews.ge
CNN - "აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის მიერ დანიშნულ 56 პროკურორს თანამდებობის დატოვებას მოსთხოვს"

CNN - "აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის მიერ დანიშნულ 56 პროკურორს თანამდებობის დატოვებას მოსთხოვს"

09/02/2021 07:38:20 მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულ 56 პროკურორს თანამდებობის დატოვებას მოსთხოვს, - იუწყება CNN.

მისივე ცნობით, შესაბამისი მოთხოვნა არ შეეხება დელავერისა და კონექტიკუტის პროკურორებს, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვან საქმეებს იძიებდნენ.

პროკურორების შეცვლას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. CNN–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ჯერ–ჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S