ისრაელმა და საბერძნეთმა ვაქცინირებული მოქალაქეების მოგზაურობასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს
09/02/2021 06:01:45 მსოფლიო
ისრაელმა და საბერძნეთმა ვაქცინირებული მოქალაქეების მოგზაურობასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, ვაქცინირებულ მოქალაქეებს ფრენების განახლებისთანავე ორ ქვეყანას შორის შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის უფლება ექნებათ.
„ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს საბერძნეთში შვებულების გატარების შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ექნებათ", – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ- მინისტრმა კირიაკოს მიჩოტაკისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.
ცნობისათვის: ისრაელში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით, 9 მილიონს შეადგენს, 3.5 მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე აცრილია, საიდანაც 2 მილიონს ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული. რაც შეეხება საბერძნეთს, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო მონაცემებით, 360 000 მოქალაქეა აცრილი.


