"ფორსაჟი 9", რომლის გადაღებები საქართველოშიც მიმდინარეობდა, კინოთეატრებში მაისში გამოვა
08/02/2021 20:00:05 მსოფლიო
"ფორსაჟი 9", რომლის გადაღებებიც საქართველოშიც მიმდინარეობდა, ეკრანებზე გასული წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფილმის შემქმნელებმა პრემიერია რამდენჯერმე გადადეს. როგორც ცნობილი გახდა, საბოლოო თარიღი დასახელდა: ფილმი ოფიციალურად კინოთეატრებში 28 მაისს გამოვა.
ფილმის ბიუჯეტი 5 მილიარდ დოლარზე მეტია.
ეპიზოდის გადაღებები თბილისსა და რუსთავში გასულ წელს 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის, დაახლოებით, 32 მილიონი ლარი დაიხარჯა და გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა.


