Accentnews.ge
სამმა ევროპულმა ქვეყანამ სამი რუსი დიპლომატი გააძევა

სამმა ევროპულმა ქვეყანამ სამი რუსი დიპლომატი გააძევა

08/02/2021 16:31:20 მსოფლიო

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა სამი რუსი დიპლომატი გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაავრცელეს.

როგორც გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო უწყებებში განაცხადეს, ეს გახლავთ ამ ქვეყნების საპასუხო ნაბიჯი, რომელიც მათ კრემლის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ კრემლმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად მაშინ გამოაცხადა, როდესაც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი. მოსკოვში განმარტეს, რომ გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატები ანტისამთავრობო აქციებზე დასწრების გამო გააძევეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S