Accentnews.ge
ბრიტანეთი კორონავირუსის ვაქცინით არალეგალებსაც აცრის

ბრიტანეთი კორონავირუსის ვაქცინით არალეგალებსაც აცრის

08/02/2021 14:43:41 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მიგრანტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეეძლებათ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ქვეყანაში ცხოვრების ან მუშაობის უფლება,– იუწყება „გარდიანი“ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით.

მედია წერს, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანები ადგილობრივ ექიმებთან უნდა დარეგისტრირდნენ, რათა თავიანთი რიგის მოსვლის დროს ვაქცინის გაკეთება შეძლონ.

როგორც მთავრობის პრეს–სპიკერმა აღნიშნა, ბრიტანეთში მცხოვრებ ყველა ადამიანს, მათი საიმიგრაციო სტატუსის მიუხედავად, ვაქცინას უფასოდ შესთავაზებენ და ვაქცინაცია საიმიგრაციო შემოწმებას არ გამოიწვევს.

ცნობისთვის: ბრიტანეთი ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიო ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 მილიონს აღწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S