ლატვიაში ტელეარხ "Россия-РТР"-ის მაუწყებლობა უკრაინის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო აიკრძალა
08/02/2021 12:59:01 მსოფლიო
ლატვიაში ტელეარხ "Россия-РТР"-ს მაუწყებლობა უკრაინის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო აიკრძალა.
ლატვიის ელექტრონული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) გადაწყვიტა, რომ 8 თებერვლიდან ერთი წლით შეაჩეროს რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული, ტელეკომპანია "Россия-РТР"-ის მაუწყებლობა, მის ეთერში უკრაინის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო.
„ჩვენ ვიცავდით, ვიცავთ და კვლავ დავიცავთ ჩვენს საინფორმაციო სივრცეს“, - განაცხადა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა აივარ აბოლინშმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლატვიაში ტელეკომპანია"Россия-РТР"-ს მაუწყებლობა შეიზღუდა. 2019 წლის იანვარში აღნიშნულ ტელეკომპანიას ლატვიის ტერიტორიაზე მაუწყებლობა სამი თვით აუკრძალეს.


