Accentnews.ge
"სანამ საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია"

"სანამ საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია"

08/02/2021 08:21:54 პოლიტიკა, საზოგადოება

“ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ "სანამ საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია".

მისი თქმით, სახელმწიფომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მოსაპოვებლად შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად, უნდა იზრუნოს და გარდა ამისა, უნდა ანიხილოს კომერციული ვაქცინის შემოტანის “ლელოს” მოდელი.

„სანამ საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. ჩვენ COVAX პლატფორმის რიგში ვდგავართ, საიდანაც ვაქცინის მიღების თარიღებიც უცნობია, არაერთმა სახელმწიფომ სწორი საგარეო კომუნიკაციის და გამჭრიახობის შედეგად უკვე მოახერხა ვაქცინის მოპოვება. მათ შორისაა: უკრაინა, სერბეთი, ისრაელი, ბანგლადეში, მექსიკა, აფრიკული კავშირი. მაგალითისთვის, უკრაინამ 12 მილიონი დოზა მოიპოვა, აფრიკულმა კავშირმა 400 მილიონი დოზა, სერბეთმა 1 მილიონი, ბანგლადეშმა 30 მილიონი. საქართველომ კი ვერაფერი. სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ვაქცინის მოსაპოვებლად, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები უსასყიდლოდ აიცრას", – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, საქართველოში კომერციული ვაქცინა უნდა შემოვიდეს:

„ჩვენ ვემხრობით, რომ საქართველოში შემოვიდეს კომერციული ვაქცინა. ერთი მხრივ, ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, შეამცირებს ვირუსის გავრცელების სიხშირეს და დაახლოებს იმ დროს, როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. მეორე მხრივ, ეს იქნება შეღავათი ღარიბი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის, რადგან ამ გზით დაიზოგება მნიშვნელოვანი ოდენობით ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს უფრო მეტ ვაქცინას უფრო სწრაფად იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნია ამის ფინანსური შესაძლებლობა. “ლელოს” მოდელი არის უფრო სამართლიანი, უფრო სწრაფი და ეფექტური”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას თებერვლის ბოლოდან გეგმავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S