გერმანიის საავადმყოფოების თითოეული თანამშრომელი ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებს
08/02/2021 06:47:10 მსოფლიო
გერმანიის საავადმყოფოების თითოეული თანამშრომელი ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებს. შესაბამისი ინიციტივა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანს ეკუთვნის.
როგორც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის მეორე ტალღა სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. პრემიას 1 038 კლინიკის პერსონალი მიიღებს და მისი გაცემა ივნისის ბოლოს დასრულდება.
ბონუსების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 450 მილიონი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი.


