Accentnews.ge
მედია – აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს

მედია – აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს

08/02/2021 06:11:25 მსოფლიო

აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს.

როგორც AP იუწყება, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 8 თებერვალს გამოაცხადებს, რომ ვაშინგტონი ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსით უბრუნდება და სამომავლოდ ქვეყნის სრულუფლებიან წევრად არჩევას შეეცდება.

თეთრ სახლში მიჩნევენ, რომ საბჭო არის „მნიშვნელოვანი პლატფორმა მათთვის, ვინც იბრძვის ტირანიისა და უსამართლობის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში“.

აშშ–მა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ 2018 წელს განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მოტივად აშშ-ისა და ისრაელის მიმართ ორგანიზაციის მიკერძოებული დამოკიდებულება დასახელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S