Accentnews.ge
სადღეისოდ ევროპაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაშია აცრილი

სადღეისოდ ევროპაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაშია აცრილი

05/02/2021 18:52:31 მსოფლიო

ევროპაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer/BioNTech–ისა და Moderna–ს ვაქცინები) ორივე დოზით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაშია აცრილი. როგორც მთავრობის სპეციალურმა კომისარმა დომენიკო არკურიმ განაცხადა, ვაქცინის ორივე დოზა ქვეყანაში უკვე 1 000 000–მდე ადამიანს აქვს გაკეთებული.

მისივე თქმით, 6 თებერვალს იტალიაში AstraZeneca–ს ვაქცინის პირველ პარტიას ელოდებიან. აღნიშნული ვაქცინით 18–დან 55 წლამდე მოქალაქეებს აცრიან. რაც შეეხება Pfizer/BioNTech–ისა და Moderna–ს ვაქცინას, ისინი რისკ–ჯგუფებისთვის, მათ შორის 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

"თუ ვაქცინინების შემოტანა გეგმის მიხედვით განხორციელდა, მარტისთვის 7 მილიონი მოქალაქე იქნება აცრილი", – განაცხადა არკურიმ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კოვიდ-ინფიცირების 2 611 659 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 90 618 პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაციის პროცესი, რათა Covid-19–ის მუტაცია შეზღუდონ. მათი თქმით, თუ ფართო ვაქცინაციით შეაჩერებენ ვირუსის გამრავლებას, იგი მუტაციას ვეღარ განიცდის.

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარმა ქვეყნებმა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 14% ცხოვრობს, წარმოებული ვაქცინების 50%–ზე მეტი დაირეზერვეს. იმის გამო, რომ ეფექტურ და უსაფრთხო ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ხოლო წარმოების შესაძლებლობები მოთხოვნის სწარაფად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, ვარაუდობენ, რომ განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაცია შესაძლოა, 2023 წლამდე არ იქნება მიღწეული.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 105 457 587 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 295 576 ადამიანი იმსხვერპლა. 77 158 682 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 261 018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 252 246 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 258 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S