გერმანია რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება
05/02/2021 17:03:19 მსოფლიო
გერმანია რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება.
"თუ მოსკოვი არ შეცვლის გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, ბერლინი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. რუსეთის გადაწყვეტილება გაუმართლებელია და კიდევ უფრო გააუარესებს ევროპასთან ურთიერთობას", – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასმა.
მისივე თქმით, გერმანელმა დიპლომატმა კანონიერად გაარკვია ადგილზე მოვლენები, როგორც ეს გათვალისწინებულია ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობის გამო გააძევა.


