Accentnews.ge
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება შეცვალოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება შეცვალოს

05/02/2021 16:57:47 მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება შეცვალოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერის, პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მოსკოვის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს.

"ეს გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს. ჯოზეპ ბორელმა მკაცრად დაგმო ეს გადაწყვეტილება და უარყო ბრალდებები, რომ ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია მათ სტატუსთან, როგორც უცხოელ დიპლომატებთან“, – განაცხადა პეტერ სტანომ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობის გამო გააძევა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი სამდღიანი ვიზიტით რუსეთში იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S