მედია: რუსეთი სამ ევროპელ დიპლომატს ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნის გამო აძევებს
05/02/2021 14:28:02 მსოფლიო
რუსეთმა გერმანელი, პოლონელი და შვედი, ჯამში სამი დიპლომატი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო გააძევა,– ამის შესახებ EU Observer ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეეთერში ისაუბრა შვედ დიპლომატზე, რომელიც პედერბურგში გამართულ აქციაში მონაწილეობდა. მოსკოვში შვედეთის საელჩომ განმარტა, რომ დიპლომატი აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, „რაც სტანდარტული დიპლომატიური პროცედურაა“.
23, 31 იანვარს და 2 თებერვალს რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მასობრივი აქციები გაიმართა. ნავალნის სასამართლო პროცესმა ევროპელი დიპლომატების ყურადღება მიიპყრო: მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების 13 წარმომადგენელი ესწრებოდა. ზახაროვამ ამ ფაქტს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა.


