Accentnews.ge
"აშშ–ის მიმართ თურქეთის უპასუხისმგებლო განცხადებები არც NATO–ს წევრის და არც სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს არ შეესაბამება"

"აშშ–ის მიმართ თურქეთის უპასუხისმგებლო განცხადებები არც NATO–ს წევრის და არც სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს არ შეესაბამება"

05/02/2021 13:32:15 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას არ იღებდა.

"თურქი ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კომენტარი ისევე, როგორც სხვა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებები აშშ–ის პასუხისმგებლობის თაობაზე არ შეესაბამება არც NATO–ს წევრის და არც სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

მანამდე, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან აშშ იდგა და მისი განხორციელება აშშ–ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთულა გიულენის ქსელმა სცადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S