ბაიდენი გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლას აჩერებს
05/02/2021 09:38:01 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლას აჩერებს.
მისი განცხადებით, პროცესი შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსთინი აშშ-ის გლობალურ სამხედრო მდგომარეობაზე ვრცელ მიმოხილვას არ ჩაატარებს.
გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცის გაყვანას გეგმავდა. გერმანიაში სადღეისოდ 34 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.


