Accentnews.ge
გარდაიცვალა ექიმი, რომელიც ნავალნის რუსეთში მკურნალობდა

გარდაიცვალა ექიმი, რომელიც ნავალნის რუსეთში მკურნალობდა

05/02/2021 07:47:52 მსოფლიო

ომსკის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციული განყოფილების მთავარი თერაპევტის თანაშემწე, რომელიც მოწამლვის შემდეგ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN ომსკის საავადმყოფოზე დაყრდნობით წერს, თუმცა საავადმყოფო გარდავალების მიზეზზე არ საუბრობს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მიიღეს მას შემდეგ, რაც ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში გახდა ცუდად. ომსკში ნვალნი სამედიცინო კომაში გადაიყვანეს, რამდნეიმე დღეში კი სამკურნალოდ პოლიტიკოსი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეაბილიტაციისთვის 5 თვე დაჰყო.

ნავალნის შტაბის ხელმძღვანელის ლეონის ვოლკოვის განცხადებით, გარდაცვლილი ექიმი ხელმძღვანელობდა ომსკში ყოფნისას ოპოზიციის ლიდერის მკურნალობას და ნავალნის მდგომარეობაზე ყველაზე მეტი იცოდა. მიუხედავად ამისა, ვოლკოვი იმასაც ამბობს, რომ სუსტი ჯანდაცვის სისტემის გამო არც ისე იშვიათია მისი ასაკის ექიმების უეცარი გარდაცვალება და ეჭვობს, რომ ამ საქმეზე გამოძება დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S