„ლევადა–ცენტრი“: რუს ახალგაზრდებში პუტინის მოწონების მაჩვენებელი ოთხჯერ შემცირდა
04/02/2021 14:26:32 მსოფლიო
„ლევადა–ცენტრის“ მიერ იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის საქმიანობას 18–დან 24 წლამდე ასაკის მოქალაქეების მხოლოდ ნახევარი ეთანხმება. 2020 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით აღნიშნულ ჯგუფში პუტინის მოწონების მაჩვენებელი ოთხჯერ შემცირდა, ხოლო თუ 2014 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექცია მოახდინა, განახევრდა.
კვლევის თანახმად, ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება მოქალაქეთა სხვა ჯგუფებშიც, თუმცა არა მსგავსად მკვეთრი.
ცენტრის დირექტორი ლევ გუდკოვი მედიასთან აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიმართ მზარდი კრიტიკული დამოკიდებულება გაგრძელებაა ტენდენციის, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარდებოდა: „პანდემია კატალიზატორი გახდა ადრე დაგროვილი გაღიზიანების. ვფიქრობ, ეს ასევე დაკავშირებულია ალექსეი ნავალნისთან: მისი დაკავებით აღშფოთებასა და პუტინის შესახებ ფილმის წარმატებასთან“.
საუბარია ნავალნის მიერ პუტინის ქონებასთან დაკავშირებულ ფონლმზე, რომელიც ინტერნეტში მილიონობით ადამიანმა ნახა.
ჯამში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში პუტინის მოწონებისა და არმოწონების მაჩვენებლები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრინციპულად არ შეცვლილა. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, მის საქმიანობას გამოკითხული რუსების 64% იწონებს, ხოლო არ იწონებს– 34%.


