7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის იკრძალება
04/02/2021 11:56:39 საზოგადოება
ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის ცნობით, 7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალული იქნება.
„თქვენ იცით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ჩვენ დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მოძრაობა. 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა ამოქმედდება და კვირას სატრანპორტო საშუალება, რომელიც გადავა ავტობუსის ზოლში, დაჯარიმდება ადმინისტრაციული სახდელით ისეთივე წესით, როგორც ხდებოდა აქამდე“, – განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.
თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.


