როდის განაახლებს მუშაობას საქალაქთაშორისო ტრანპსორტი
04/02/2021 11:30:13 საზოგადოება
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ–კვირის გამოკლებით იმუშავებს, თუმცა როგორც ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, საქალაქთაშორისო ტრანპსორტის ფუნქციონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის.
ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და მოქმედი შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღება.
„ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო ტრანპსორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე, რომელიც იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრასპორტი ამ ეტპაზე არ ამოქმედეება. ჩვენ შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ერთ კვირაში, მომდენვო პერიოდში და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შევაფასებთ, რამდენად გაზრდილია მობილობა, როგორია პირველი თებრვლიდან შემსუბუქების შედეგები, ტრანპსპროტის, სკოლების, სავაჭრო ობიექტების სრულად ამოქმედების შედეგად რა გვქნება. ერთი კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება, ყველა ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
იხილეთ ასევე: რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 8 და 15 თებერვლიდან


