Accentnews.ge
მაია ცქიტიშვილი – მაკო გომურზე: "დახმარება გაგრძელდება, ვწუხვარ, რომ უხერხულობას ჰქონდა ადგილი"

მაია ცქიტიშვილი – მაკო გომურზე: "დახმარება გაგრძელდება, ვწუხვარ, რომ უხერხულობას ჰქონდა ადგილი"

04/02/2021 09:43:29 საზოგადოება

საქართველოს ვიცე–პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ივნისის აქციისას დაზარალებული მაკო გომურის დახმარებას გააგძელებს.

"როგორც იცით, მაკო გომურთან მიმართებაში გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მისი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე... ვეხმარებოდით ქალბატონ მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს რა თქმა უნდა, არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და ეს დახმარების პროგრამა მასთან მიმართებაში გაგრძელდება, ბუნებრივია. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მანამდე მაკო გომურმა განაცხადა, რომ გერმანიაში გეგმიურ ვიზიტზე ვერ მიდის, რადგან სახელმწიფო არ ეხმარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S