Accentnews.ge
პრემიერი განმარტავს, რესტორნებთან ერთად ვის შეეხება საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა

პრემიერი განმარტავს, რესტორნებთან ერთად ვის შეეხება საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა

04/02/2021 07:46:16 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სესხის სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად სპორტის ინდუსტრიასა და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხება.

“ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. მომართვა იყო დაახლოებით 2 000. თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები დააკმაყოფილა 420-მა რესტორანმა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ტექნიკური მოთხოვნების შემსუბუქების თაობაზე იმისთვის, რომ ამ 2 000–მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფო მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. სუბსიდირების პროგრამა რესტორნებთან ერთად შეეხება სპორტის ინდუსტრიას და კერძო საბავშვო ბაღებსაც, რამეთუ მათი მხრიდნაც იყო სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ბიზნესებია, რონმლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ”,- განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S