Accentnews.ge
"ორგანიზაციები, რომლებიც წესებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, არამარტო უმკაცრესად დაისჯებიან, არამედ სახელმწიფოს დახმარებასაც ვეღარ მიიღებენ"

"ორგანიზაციები, რომლებიც წესებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, არამარტო უმკაცრესად დაისჯებიან, არამედ სახელმწიფოს დახმარებასაც ვეღარ მიიღებენ"

04/02/2021 07:35:28 საზოგადოება

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ორგანიზაციები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ამოქმედებულ წესებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, არამარტო უმკაცრესად დაისჯებიან, არამედ სახელმწიფოს დახმარებასაც ვეღარ მიიღებენ.

"ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესების მიზანმიმართული დარღვევა, გარდა იმისა, რომ ამას მოყვება უმკაცრესი დასჯა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და იმ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით, გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, "ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S