Accentnews.ge
"საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში"

"საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში"

04/02/2021 07:13:59 საზოგადოება

15 თებერვლიდან საქართველოში სწავლა კლასებში გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა.

„შემდგომი ორშაბათიდან, საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S