თურქეთი ქვეყანაში Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური სახეობების გამოვლენის თაობაზე იუწყება
03/02/2021 19:57:08 მსოფლიო
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ქვეყანაში დღეს Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური სახეობები დაფიქსირდა.
მისივე ცნობით, სამხრეთ აფრიკული სახეობის 2 და ბრაზილიური ვარიანტის 1 შემთხვევა გამოვლინდა.
მანამდე ქვეყნაში Covid-19-ის ბრიტანული შტამის არსებობაც დადასტურდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, თურქეთში კოვიდ-ინფიცირების 2 501 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 26 354 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განცხადა, რომ ქვეყნებს, საიდანაც ვიზიტორებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, თურქეთი დაემატა. დღემდე ამ ჩამონათვალში იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს და ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები (მათ საქართველოში ჩამოსვლისას თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ აქვთ).


