Accentnews.ge
აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება 2026 წლამდე გაახანგრძლივეს

აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება 2026 წლამდე გაახანგრძლივეს

03/02/2021 17:31:51 მსოფლიო

აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულება (New START) 2026 წლამდე გაახანგრძლივეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკელ ხალხს ბირთვული მუქარისგან დაიცავს აშშ-ის წამყვანი როლის აღდგენით შეიარაღებასა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლის საქმეში. დღეს შეერთებულმა შტატებმა პირველი ნაბიჯი გადადგა, რათა შეასრულოს ეს დაპირება", – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ბლინკენის თქმით, შეთანხმების პარალელურად, ამერიკელები სიფხიზლეს ინარჩუნებენ გამოწვევების მიმართ, რომლებსაც რუსეთი აშშ-სა და მთელ მსოფლიოს უქმნის.

„იმ შემთხვევაშიც, როცა რუსეთთან ვთანამშრომლობთ ამერიკული ინტერესების წინ წასაწევად, ჩვენ ამავე დროს შევეცდებით, რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მტრული ქმედებებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. და ამას გავაკეთებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად", – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 5 თებერვალს იწურებოდა. დღევანდელი გადაწყვეტილებით მისი მოქმდების ვადა 2026 წლის 5 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S