Accentnews.ge
The Economist - დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 2 საფეხურით გაუარესდა

The Economist - დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 2 საფეხურით გაუარესდა

03/02/2021 16:14:59 საზოგადოება

2020 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია. კერძოდ, ინდექსში საქართველო 165 ქვეყანას შორის 91-ე პოზიციაზეა. 2019 წელს ქვეყანა 89–ე ადგილს იკავებდა. შესაბამის კვლევას The Economist აქვეყნებს.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (3.57 ქულა) საქართველოს ისევ მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს, თუმცა 2019 წელთან შედარებით, ეს ციფრი მცირედით გაუმჯობესებულია. მაშინ ქვეყანას 3.21 ქულა ჰქონდა.

ყველაზე კარგად (7.83 ქულა) კვლავ საარჩევნო პროცესის და პლურალიზმი შეფასდა. 6.11 ქულა აქვს საქართველოს პოლიტიკური თანამონაწილეობის კომპონენტში, 3.75 – პოლიტიკური კულტურის, ხოლო 5.29 – სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში. უკანასკნელ ორ კომპონენტში, მდგომარეობა გაუარესებულია.

დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის 2019 წლის მსგავსად, ისევ მე-19 ადგილს იკავებს.

კვლევაში მიღებული ქულების მიხედვით, ქვეყნები ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი – სრული დემოკრატია, შერყეული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. საქართველო დოკუმენტში შეფასებულია როგორც „ჰიბრიდული რეჟიმი“.

დემოკრატიის ინდექსის საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S