Accentnews.ge
AstraZeneca COVID-19–ის ახალი სახეობების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას შემოდგომისთვის აანონსებს

AstraZeneca COVID-19–ის ახალი სახეობების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას შემოდგომისთვის აანონსებს

03/02/2021 15:24:06 მსოფლიო

AstraZeneca ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად COVID-19–ის ახალი სახეობების საწინააღმდეგო ახალი თაობის ვაქცინის შექმნას შემოდგომისთვის აანონსებს, – იუწყება Reuters.

"ვგეგმავთ, ახალი თაობის ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ. ფიქრობ, მიმდინარე წლის შემოდგომისთვის მზად გვექნება. ჩვენი მიზანია ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ", – განაცხადა AstraZeneca– ს კვლევების ხელმძღვანელმა მენე პანგალოსმა.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ჯგუფის დირექტორმა ენდრიუ პოლარდმა აღნიშნა, ახალი თაობის ვაქცინა COVID-19–ის ახალი სახეობების, მათ შორის ბრიტანული შტამის წინააღმდეგ იმუშავებს.

როგორც AstraZeneca–ს, ისე ოქსფორდის მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ახალი ვაქცინა ხანდაზმულებისთვის ეფექტური და უსაფრთხო იქნება.

ცნობისთვის: ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების AstraZeneca–სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ უკვე შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აკრძალეს. აღნიშნულის მიზეზად ხანდაზმულებში ვაქცინის არაეფექტურობას ასახელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S