კულუმბეგოვი: "მორალურად მიუღებელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ რუსული ვაქცინა გაიკეთოს"
03/02/2021 12:36:40 საზოგადოება
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ მორალურად მიუღებელია, საქართველოს მოსახლეობამ რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს.
"გუშინ მსოფლიოში ავტორიტეტით და რანჟირებით რიგით მეორე სამედიცინო ჟურნალმა "ლანცეტმა" გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი კვლევა, 21 000 ადამიანზე ჩატარებული. მარეგულირებელ ორგანოებს დიდი და მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ევროპის მარეგულირებელი სააგენტო იქნება თუ ამერიკის FDA, რომელიც ყველაზე მკაცრია ამ თვალსაზრისით. ეჭვი მეპარება, ამერიკაში და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ასე ხელაღებით გაიყიდოს რუსული ვაქცინა. თუმცა, რაც არ უნდა აღიარება ჰქონდეს რუსულ ვაქცინას, ჩვენ შემთხვევაში მორალური წნეხიც შეიძლება, უფრო ძლიერი იყოს. რუსეთი ისე გვექცევა, მიუღებელია, რომ ამ ქვეყანაში გაკეთებული ვაქცინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაიკეთოს. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ევროკავშირსა და აშშ-ში გაკეთებულ ვაქცინებზე", – განაცხადა კულუმბეგოვმა "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის: ბოლო რეცენზირებული კვლევის თანახმად, რუსული წარმოების COVID-19-ის ვაქცინა Sputnik V 91.6%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა. ვაქცინის ტესტირების ბოლო ფაზის შედეგები "ლანცეტში" გამოქვეყნდა.


