ჩხოროწყუს მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა
03/02/2021 10:14:59 საზოგადოება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერს დავით გოგუას კონკრეტული დრო მისცეს იმისათვის, რომ მათ შეხვედროდა, თუმცა მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია. ამის შემდეგ, აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მერიის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ჩხოროწყუში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები მერიის შენობაში მიიყვანეს და საპირფარეშოები დაასუთავებინეს. მას შემდეგ, რაც 31 იანვარს ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა, მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც მომხდარში მონაწილეობდა.


