ცოფის ეპიდემიის გამო სოფელ ჯიხანჯურში ორთვიანი კარანტინი დაწესდა
03/02/2021 09:36:35 საზოგადოება
ცოფის ეპიდემიის გამო სოფელ ჯიხანჯურში ორთვიანი კარანტინი დაწესდა. კარანტინი არ გულისხმობს ადამიანების გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივ მოსახლეობას შინაური ცხოველების ქუჩაში გაშვების უფლება არ აქვს. აკრძალულია ხორცისა და რძის პროდუქტის რეალიზაცია.
"ადმინისტრაციული აქტი გულისხმობს საკარანტინე ღონისძიებების დაწესებას მხოლოდ ერთ სოფელში, რაც გულისხმობს საკარანტინე რეჟიმის მოხსნამდე ქუჩაში შინაური ცხოველების გამოყვანის, ვაჭრობის, სანადიროდ შინაური ცხოველების წაყვანის აკრძალვას" – აცხადებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.
სოფლებში ცხოველებს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა მყისიერი ღონისძიებები, ჩვენ სპეციალისტების მიერ ჩავატარეთ იძულებითი ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ", – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ნატო ქარდავა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცოფის გავრცელების პირველწყარო ტურა გახდა, რომლის ნაკბენმა სამი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იმსხვერპლა.


